პროექტის სახელწოდება: გავალამაზოთ სკოლის ეზო
პროექტის
მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს განუვითარდებათ შრომისადმი სიყვარული,
ურთიერთ თანამშრომლობის უნარ–ჩვევა.
პროექტის აქტუალობა: დაირგვება
სხვადასხვა სახეობის ყვავილი და გალამაზდება სკოლის ეზო.
პროექტის მიზნები: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს განუვითარდებათ შრომისადმი სიყვარული. გაუჩნდებათ სურვილი, რომ მათი კლასის კუთვნილი სკვერი იყოს ლამაზი,
ისწავლიან შრომის იარაღების გამოყენებას,
მცენარეების დარგვას და მათ მოვლას. მოახდენენ დაკვირვებას მცენარის ზრდა-განვითარებაზე.
მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი
ვადები-ხანგრძლივობა: ორი
კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: გაშენდება მცენარეები და გალამაზდება სკოლის ეზო. მოსწავლეები დააკვირდებიან როგორ იზრდება მცენარე, რა არის საჭირო მისი ზრდისა და განვითარებისათვის.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
მიწის დასამუშავებელი იარაღები, მცენარეთა ნერგები,კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
1. სკვერის გასუფთავება მოსწავლეების მიერ.
2. ნიადაგის
დამუშავება.
3.
ნიადაგის დასუფთავება და სასუქის შეტანა.
4.
ნერგების დარგვა.
5.
ახლად დარგული ნერგების მოვლა.
საგნებთან /საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს განუვითარებს უნარებს ბუნებისმცოდნეობაში
და ხელოვნებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი
სანთელაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lsanteladze27@gmail.com
პროექტის ბლოგი: https://lalisanteladzeinteli.blogspot.com/
No comments:
Post a Comment